fbpx
16/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები 9 ნოემბრიდან მომხმარებელს 21:00 საათამდე მიიღებენ

13:44 November 8, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
793
ნახვა

თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები 9 ნოემბრიდან მომხმარებელს 21:00 საათამდე მიიღებენ. ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

„იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეებისათვის სერვისების შეუფერხებლად მიწოდების მიზნით, პირველი ივნისიდან საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლების სამუშაო გრაფიკი გაიზარდა და ნაცვლად 09:00-დან 18:00 საათისა, 09:00-დან 24.00 საათამდე გასცემენ 4 000-ზე მეტ სერვისს; თუმცა, არსებული ეპიდსიტუაციის და 22:00 საათის შემდეგ ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვის გათვალისწინებით, განახლებული გრაფიკით გააგრძელებენ მუშაობას.

რაც შეეხებათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც იუსტიციის სახლის თბილისის, ბათუმის და ქუთაისის ფილიალებში 9 ნოემბერს და შემდგომ დღეებში 21:00-დან 00:00 საათამდე პერიოდში ჰქონდათ ვიზიტი დაჯავშნილი, სერვისის მიღების შესაძლებლობა მიეცემათ იმავე დღეს, მაგრამ ნაცვლად ღამის საათებისა, უნდა მობრძანდნენ დილის 09:00-დან 11:00 საათამდე; იმ შემთხვევაში კი, თუ ეს დრო მათთვის მისაღები არ არის, მომხმარებლები უნდა დაუკავშირდნენ სატელეფონო ცენტრს (2 405 405) და იუსტიციის სახლი მათ ვიზიტისათვის ალტერნატიულ დროს შესთავაზებს. სამუშაო საათებში ვიზიტს, დაინტერესებული პირი შენობაში შესვლას და სერვისის მიღებას კვლავ წინასწარი დაჯავშნის პრინციპით შეძლებს.

აქვე კიდევ ერთხელ გვინდა, აღვნიშნოთ, რომ მომხმარებელმა იუსტიციის სახლებში ვიზიტი წინასწარ უნდა დაჯავშნოს. მოქალაქეები სერვისს მათთვის სასურველ დღესა და დროს შეძლებს, თუკი ვიზიტს პორტალზე (my.gov.ge) დაჯავშნის; ფილიალებში სერვისების მისაღებად საჭირო დაჯავშნის ხუთენოვანი ელექტრონული სისტემა მოქმედებს. დაინტერესებული პირი დაჯავშნას ქართულ, აფხაზურ, ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე შეძლებს. სერვისის მისაღებად: მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ჯავშნის გაკეთება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვებ-გვერდიდან – my.gov.ge, სადაც თვალსაჩინო ადგილზე არის განთავსებული ჯავშნის კალენდარი; მომხმარებელმა პორტალზე კალენდარში უნდა დაჯავშნოს ფილიალში ვიზიტის თარიღი და დრო, როდესაც სურს იუსტიციის სახლში ვიზიტის ჩანიშვნა; დაჯავშნის შემდეგ მომხმარებელი მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, სადაც აღნიშნული იქნება ვიზიტის თარიღი, ადგილი და დრო; ასევე, მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელიც იუსტიციის სახლში მისულმა მომხმარებელმა მომსახურებამდე უნდა წარადგინოს; წინასწარი დაჯავშნის გარეშე იუსტიციის სახლში მისული მომხმარებელი შენობაში ვერ მოხვდება; ფილიალში მისულ პირს უნდა ეკეთოს პირბადე, რის გარეშეც შენობაში არ დაიშვება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეგები: იუსტიციის სახლები

დაკავშირებული სტატიები

სიახლე

„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციაში დღეიდან იუსტიციის სახლები ჩაერთვებიან

August 20, 2021
789
საზოგადოება

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები 09:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებენ

November 30, 2020
888
მთავარი ამბავი

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები შაბათს და კვირას აღარ იმუშავებენ

November 23, 2020
1.2k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია