თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან პატიმარი გაიქცა. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორმულამ“ გაავრცელა.
გაქცეული პატიმარი 19 წლის ბიჭია, რომელიც ქურდობის ბრალდებით 4 დღის წინ დააკავეს.
ოჯახის წევრი „ფორმულასთან“ ადასტურებს, რომ პატიმარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოდან გაიქცა,
„როგორ უნდა გაიქცეს წარმოდგენა არ მაქვს, თვითონ ხომ არ გაუშვეს, აბა რანაირად უნდა გაიქცეს. დღე და ღამე ვფიქრობ ბავშვი სად არის, რა მოუვიდა. დაიკარგა ბავშვი ვეღარ ვპოულობ”,- აცხადებს ოჯახის წევრი.
„პრაიმტაიმნიუსი“ დაუკავშირდა პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურებს. სადაც ინფორმაციას უარყოფენ .
„პენიტენციური სამსახურის ბალანზე აღრიცხული პატიმრებიდან არცერთი პატიმარი არ გაგქცეულა“,- აცხდებენ პრესსამსახურში.
რაც შეეხება საქალაქო სასამართლოს, „პრაიმტაიმნიუსს“ განუცხადეს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.











