თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ელექტრომომარაგება შეზღუდულია რეგიონების ნაწილშიც.
მიზეზს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში განმარტავენ:
„დღეს, 14 ივნისს, 14:00 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო“,- ნათქვამია განცხადებაში.
უცნობია, როდის აღდგება ელექტროენერგია.










