თბილისობასთან დაკავშირებული ღონისძიებები გაუქმდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მერის განმარტებით, დაიგეგმება ლაივ-კონცერტები, რომელიც ტელევიზიის მეშვეობით გადაიცემა.
„ყველამ იცით, რომ „თბილისობა“ ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას იმართებოდა. არსებული რეალობიდან გამომდინარე, ამ ღონისძიებების გადადება მოგვიწევს.ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ადამიანი, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობის უსაფრთხოება.
შესაბამისად, თბილისობის ღონისძიებები გაუქმდა. ჩვენ გვექნება კულტურის სამსახურთან მუშაობა, რომ დავგეგმოთ მხოლოდ კონცერტები, რომელიც ლაივ-რეჟიმში გადაიცემა და საქართველოს მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, ტელევიზიით იხილოს“, – განაცხადა კალაძემ.











