fbpx
13/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თბილისს ოფიციალური ვიზიტით ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალი კავოლი ესტუმრა

10:47 March 18, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
784
ნახვა

აშშ-ის მხარდაჭერის ფარგლებში, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებას ისახავს მიზნად, თბილისს ოფიციალური ვიზიტით ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალი კავოლი ესტუმრა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 15-17 მარტს გენერალ კავოლის საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

ვიზიტის ფარგლებში გენერალმა კავოლიმ და მინისტრმა ბურჭულაძემ რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებზე, უსაფრთხოების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის ინიციატივებსა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ერთობლივ წვრთნებსა და სწავლებებზე, მათ შორის 2021 წლის ზაფხულში დაგეგმილ მრავალეროვნულ სწავლებაზე „მტკიცე სული“.

„გენერალმა კავოლიმ შეხვედრა გამართა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან. შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GRDP) წარმატებით განხორციელების საკითხზე ისაუბრეს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას. ყურადღება გამახვილდა GRDP-ის შემდგომ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის პრიორიტეტებზეც. გენერალმა კავოლიმ დადებითად შეაფასა ქართულ-ამერიკულ სამხედრო ურთიერთობებში ქართული მხარის მზარდი ლიდერის როლი და გაზრდილი შესაძლებლობები.

ვიზიტის ფარგლებში გენერალი კავოლი ვაზიანშიც იმყოფებოდა, სადაც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წვრთნის კომპონენტის (GDRP-T) ფარგლებში ამერიკელი ინსტრუქტორები ქართულ მხარეს წვრთნის შესაძლებლობების განვითარებაში ეხმარებიან. საქართველოს თავდაცვის ძალები ინარჩუნებს მაღალი დონის მომზადებას საერთაშორისო მისიებისთვის და GDRP-T ხელს უწყობს საქართველოს ურთიერთთავსებადობის გაზრდას, ასევე აძლიერებს საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობებს. ამერიკელი და ქართველი სამხედროები მხარდამხარ ამაყად მსახურობენ ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ავღანეთსა და მთელს მსოფლიოში“,- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

თეგები: თავდაცვის სამინისტროჯუანშერ ბურჭულაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

თავდაცვის მინისტრი: მიხეილ სააკაშვილის განცხადება ცალსახად მიზნად ისახავს ჯარის დისკრედიტაციასა და პოლიტიზირებას

September 13, 2021
786
საზოგადოება

9 სექტემბერი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაარსების დღეა

September 9, 2021
767
პოლიტიკა

გენერალ-მაიორი ტომას კარდენი წეროვანში აშშ-ის საელჩოს წიგნების კუთხის გახსნას დაესწრო

August 5, 2021
785

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია