პოლიციამ თბილისსა და ბაღდათში უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, ორი პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„იმერეთის პოლიციის თანამშრომლებმა ბაღდათში, ბრალდებული შ.ჩ.-ის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს კალაშნიკოვის კონსტრუქციის „აკს-47“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კი თბილისში, გ.ხ.-ის პირადი ჩხრეკისას, “ბროხარდტ-ლუგერის” სისტემის „პარაბელუმის” მოდელის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს,”- ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.











