“ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისსა და რამდენიმე რაიონში აუცილებელია კოორდინაცია ოპოზიციურ პარტიებს შორის.
„იქ იქნება წარმოდგენილი დემოკრატიული ოპოზიციის სპექტრი, მათ შორის „ევროპული საქართველო“, „დროა“, „ნაცმოძრაობა“, იმედი მაქვს, რომ „ლელო“ – ყველა ვისაც ინტერესი აქვს, რომ ვადამდელ არჩევნებს მივაღწიოთ. ყველა სხვა ტიპის განცხადება, რომელიც წინასწარ რაღაც ნაღმს დებს, მიუთითებს ამ პოლიტიკოსების განზრახვებსა და ამოცანებზე“, – აცხადებს ბოკერია.










