თბილისში, 94-ე სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
სკოლას უტარდება დეზინფექცია, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.
„სწორედ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მითითებით, საჭიროებიდან გამომდინარე, თვითიზოლაციაში გადადიან განსაზღვრული პირები, იქნება ეს კლასი, ესა თუ ის სართული, მთლიანად სკოლა და ა.შ. ვისი გადასვლის საჭიროებაც აუცილებელი გახდება. სკოლას უტარდება დეზინფექცია, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.











