რამდენიმე საათიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, თბილისში აგლაძის ქუჩაზე, შერეულ სასაწყობე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილზე ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავების და მონიტორინგის მიზნით რჩება რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
აგლაძის ქუჩაზე სულ მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ოცამდე ჯგუფი.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ და ქრობის სამუშაოებს ხელმძღვანელობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი, მისი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.










