1-ელ დეკემბერს საქართველოს დედაქალაქში კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისის შემდეგ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით კვლავ აჭარა და იმერეთი ლიდერობს.
ამასთან, დღეს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობას კიდევ 3 759 შემთხვევა დაემატა, ასევე გამოჯანმრთელდა 3 574 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 36.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2104, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 6383.











