თბილისში, გერცელ ბააზოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდაორსართულიანი ე.წ. თბილისურ ეზოში ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გავრცელდა.
შემთხვევის ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლის სხვა შენობებზე გადასვლის საშიშროებაც არსებობდა, თუმცა ხანძრის დროული ლოკალიზება მოხერხდა.
შემთხვევის შედეგად ერთი მოქალაქე დაშავდა, რომელმაც ხელის მსუბუქი დამწვრობა მიიღო.










