მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ სამეწარმეო სუბიექტებზე შეღავათები წესდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხდა.
„თუ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ჯიხურებს გასული აქვთ საიჯარო ვადა, რაზეც ეკისრებათ ჯარიმა 8 000 ლარის ოდენობით, ასევე გასულია არქიტექტურული ნებართვის ვადა, მათ გაუგრძელდებათ ეს ორივე ვადა 1 ივლისამდე. ეს შეღავათი ეხება იმ სამეწარმეო სუბიექტებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ მუნიციპალიტეტისგან აღებულ მიწებზე“, განაცხადა კახა კალაძემ.











