კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში 1197 შემთხვევა გამოვლინდა.
24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 859 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 54 852-ს შეადგენს.
რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:
აჭარაში – 620,
იმერეთში – 438,
ქვემო ქართლში – 109,
შიდა ქართლში – 62,
გურიაში – 63,
სამეგრელო – ზემო სვანეთში – 138,
კახეთში – 94, მცხეთა-მთიანეთში – 38,
სამცხე-ჯავახეთში – 72,
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 28
ამასთან, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 754 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 39 773-მდე.
ქვეყანაში კოვიდ-19-ით კიდევ 18 პაციენტი გარდაიცვალა.











