დღეს თბილისში კორონავირუსის 1 056 შემთხვევა დაფიქსირდა. მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი შემთხვევა დღეს აჭარაში ფიქსირდება.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კოროანავირუსის 2911 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 2 421 პირი, ხოლო გარდაიცვალა ყველაზე მეტი – 45 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმშია 2765 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4709 ადამიანი გადის. კოვიდსასტუმროში მყოფი ადამიანების რაოდენობა 3066-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.











