საქართველოში კოორნავირუსის დადასტურებული 218 ახალი შემთხვევიდან 47 თბილისში გამოვლინდა, აქედან ათეულობით სოფელ დიღომს უკავშირდება. ინფიცირების წყარო ერთ-ერთ რესტორანში გამართული წვეულებაა, რომელსაც რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანებიც ესწრებოდნენ.
ინფიცირებულებს შორის არის უბნის აფთიაქის მფლობელი, რომლის ობიექტი ამ წუთებში დახურულია.
კოვიდინფიცირებულები კოვიდცენტრებში, მათთან კონტაქტში მყოფი პირები კი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. ინფიცირებულთა უმეტესობა რისკ-ჯგუფ მიეკუთვნება, რადგან მათი ასაკი 60 წელს ზევითაა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ინფიცირებულთა შორის არის პაციენტი, რომელმაც სამედიცინოდ დაწესებულებას არ მიმართა და სახლში მკურნალობდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში 3913 ინფიცირებულს შეადგენს.
აქედან, გარდაიცვალა 22, ხოლო გამოჯანმრთელდა 1574 პაციენტი.











