პოლიციამ ფონიჭალაში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა არასრულწლოვანი, ფონიჭალის დასახლებაში იმ დროს შეაჩერა, როდესაც მას 13 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „სირეცი“ გადაჰქონდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- ნათქვამია გავრცელებულ იფნორმაციაში.
დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.











