თბილისის ცენტრალში განთავსებულ ე.წ. ოქროს ბირჟისთანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
თავდაპირველი მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობა 2 იყო, თუმცა, მოგვიანებით „პრაიმტაიმნიუსისთვის“ ცნობილი გახდა, რომ სავაჭრო სივრცეში სულ 5 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა.
ამ ინფორმაციას „ოქროს ბირჟის“ დირექტორიც ადასტურებს.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, „ოქროს ბირჟა“ ორი კვირით მუშაობას აჩერებს.











