დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თბილისში, ე.წ. „ოქროს ბირჟის“ კლასტერმა 100-მდე ადამიანი დააინფიცირა. სწორედ ამიტომ ამირან გამყრელიძე ყველას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„არაფერი დასამალი არ არის. თბილისში გვქონდა „ოქროს ბირჟის“ კლასტერი, რომელმაც 100 ადამიანის ინფიცირება გამოიწვია. იმ 100-მა ადამიანმა მერე თავისი ოჯახის წევრები დააინფიცირა“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 292 პაციეტნი, ხოლო გარდაიცვალა 7.
ამასთან, დღეს თბილისში ყველაზე მაღალი, 297 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.











