fbpx
19/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თბილისში საახალწლო განათებები 21:00 საათის შემდეგაც აღარ გამოირთვება

18:08 December 19, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.1k
ნახვა

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში საახალწლო განათებები გადაადგილების შეზღუდვის დროსაც არ გამოირთვება, ამის შესახებ კალაძემ „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„ყველამ კარგად ვიცით, როგორი მდგომარეობაა ქვეყანაში, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენც საქართველოში ყველაფერს ვაკეთებთ სპეციალისტების, ეპიდემიოლოგების მოთხოვნების გათვალისწინებით, რომ დავიცვათ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლის უსაფრთხოება. ზოგადად, რა არის ჩვენი მთავარი იარაღი პანდემიასთან ბრძოლის დროს? რა თქმა უნდა, კარგი განწყობა, სულიერი სიმხნევე, ადამიანების სითბო და სიყვარული.

როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს, შეშინებულები და დათრგუნულები? რა თქმა უნდა, არა. ჩვენი მომავლის რწმენა, იმედი, სადღესასწაულოდ მორთული ქუჩები, ერთმანეთის სოლიდარობა, რა თქმა უნდა, დაასუსტებს ამ უხილავ მტერს. ხალისი, ბავშვების ჟრიამული, კისკისი არის ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინია ამ ვირუსს. მას შემდეგ, რაც გამოვთქვი სურვილი, რომ შეზღუდვების საათებში გამოირთოს საახალწლო ილუმინაციები, ძალიან ბევრმა ადამიანმა მოგვმართა თხოვნით, რომ შეზღუდვის მიუხედავად ღამის საათებში მაინც დაგვეტოვებინა საახალწლო განათებები. რომ დავფიქრდეთ, ვინ ნახულობს ღამის განათებებს მაშინ, როდესაც საკომენდანტო საათი იწყება? დღესაც მერიაში თანამშრომლებს გვქონდა მსჯელობა, როგორ მოვიქცეთ.

ამ განათებებს ნახულობენ ის ადამიანები, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე არიან და ყველაზე სტრესულ მდგომარეობაში არიან. ეს არიან ჩვენი ექიმები, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავენ, ეს არიან ჩვენი პოლიციელები, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, ასევე ჟურნალისტები და თბილსერვისის თანამშრომლები, ჩვენი მეხანძრე-მაშველები, სხვადასხვა გადაუდებელი სამუშაოების გამო ქუჩაში მყოფი თბილისელები, ოჯახები, რომელთა ფანჯრებიდან, აივნებიდან ჩანს იმედიანი ქალაქი, საახალწლოდ მორთული, გამხიარულებული და ულამაზესი თბილისი – თითქოს თბილი და მყუდრო ქუჩები ამ ადამიანების დაღლილობას, სტრესს და მძიმე სამუშაო დღეს მალამოდ დაედება, გაათბობს და იმედით აღავსებს.

შესაბამისად, ვითვალისწინებთ ამ მოთხოვნებს, თითოეული თბილისელის სურვილს, დარჩეს ჩვენი ქუჩები განათებული და შესაბამისად, დღეიდან ქალაქში საახალწლო ილუმინაციები არ გამოირთვება. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ კოვიდი ახალ წელს ვერ მოკლავს, ვერ ჩააქრობს სინათლეს და სიცოცხლეს სურვილს ჩვენს გულებში, იმედს ჩვენს თვალებში, ვერ ჩაგვაბნელებს“,- განაცხადა კალაძემ.

თეგები: კახა კალაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

იმდენი საქმე გვაქვს, არ მინდა „ნაცმოძრაობის” სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე დავხარჯო დრო – კახა კალაძე

January 24, 2022
786
მთავარი ამბავი

უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ჩვენი მხრიდან ყოველთვის ჰქონდა, აქვს და ექნება მხარდაჭერა – კახა კალაძე

January 24, 2022
771
პოლიტიკა

რა რუსთავის ციხიდან სააკაშვილის გატაცება? ეს არ არის სერიოზული – კახა კალაძე

December 30, 2021
787

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია