თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე iPlus-ის მაღაზია გაქურდეს.
მაღაზიის დირექტორი, კახა სეფიაშვილის განცხადებით, შემთხვევა გამთენიისას, ე.წ. კომენდანტის დასრულებისთანავე მოხდა.
მისივე თქმით, ზარალი დაახლოებით 90 ათას ლარს შეადგენს.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ქურდობას გულისხმობს.











