აღმოჩნდა, რომ თურმე, „სამართლიანმა არჩევნებმა“ ვერ იქირავა წესიერი „აიტიშნიკი“. თქვენ მეკითხებით, ვერ დაწერა თუ განზრახ არ დაწერა? ამას სჭირდება, ან დროებითი საგამოძიებო კომისია, ან სისხლის სამართლებრივი პროცესი,- ამის შესახებ თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, როცა გაირკვევა, როგორია პარლამენტის შემადგენლობა, უკვე ეცოდინებათ რა იქნება მათი პოზიცია, რომ ეს საკითხი პარლამენტში იყოს გამოძიებული.
აღმოჩნდა, რომ თურმე, „სამართლიანმა არჩევნებმა“ ვერ იქირავა წესიერი „აიტიშნიკი“. თქვენ მეკითხებით, ვერ დაწერა თუ განზრახ არ დაწერა? ამას სჭირდება, ან დროებითი საგამოძიებო კომისია, ან სისხლის სამართლებრივი პროცესი, მაგრამ ვიდრე ამ საკითხებს გადავწყვეტთ და მოთხოვნებს დავაყენებთ, ჯერ კიდევ ველოდებით, რომელი ოპოზიციონერი დეპუტატი გაბედავს და არ მოგვმართავს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით, რადგან, სამწუხაროდ, დღეს სიტყვა გაბედულება გახდა გადამწყვეტი ზოგიერთი მათგანისთვის.
როცა გვეცოდინება, როგორია პარლამენტის შემადგენლობა, უკვე გვეცოდინება, რა იქნება ჩვენი პოზიცია, რომ ეს საკითხი პარლამენტში იყოს გამოძიებული. იქნება ელენე ნიჟარაძე და მისი გუნდი დაბარებული, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ასეთი შეცდომები თურმე შეიძლება ოკუპირებულ ქვეყანაში და შეიძლება, მისი სტაბილურობა დააყენო ეჭვქვეშ, რატომ გააკეთეს ეს – იყო ნებსით, თუ უნებლიეთ“, – განაცხადა წულუკიანმა.










