თეა წულუკიანის თქმით, არჩევნების შემდეგ არ არის გეგმაში, რომ ის ისევ დაბრუნდეს იუსტიციის მინისტრად. მისი თქმით, დადის ხმები იმის შესახებ, რომ ის თანამდებობაზე დაბრუნდება, თუმცა სინამდვილეში ამის სურვილი არ აქვს.
„არჩევნების შემდეგ არ არის გეგმაში, რომ მე ისევ დავბრუნდები იუსტიციის მინისტრად. ამაზე გვქონდა გუნდის შიგნით მსჯელობა და ეს, რა თქმა უნდა, ასე არ იგეგმება, იმიტომ რომ მე ბევრჯერ მითქვამს, რომ 8 წელი საკმარისია და ვფიქრობ, რომ ის, რაც შეიძლება ერთმა ადამიანმა, ერთმა გუნდმა და ერთმა სამინისტრომ 8 წლის განმავლობაში ერთგულად აკეთოს, ეს ვაკეთეთ. ახლა დროა, რომ დაინიშნოს ახალი მინისტრი, რომელიც ამ ფუნდამენტზე უკვე კიდევ უკეთეს შენობას ააგებს, რომელსაც იუსტიციის სისტემა ჰქვია.“- განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, თეა წულუკიანმა თანამდებობა საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო დატოვა.










