ოპოზიციას არაფერი არ აინტერესებს და მან პარლამენტში საქმიანი კრიტიკა ვერ დაინახა,- ამის შესახებ თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ ისაუბრა.
მისი თქმით,ოპოზიციით იმედგაცრუებულია, რადგან მათ კომპეტენტური კითხვების დასმა ვერ შეძლეს.
„ეს იყო გამწარებული ადამიანის ყვირილი, რომელიც დესტრუქციულ ძალად არის ქცეული და რაც უფრო მივუახლოვდებით საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის ბოლო დღეს, ეს რადიკალიზაცია გაგრძელდება და მათი უპასუხისმგებლობის ხარისხიც იმატებს“, – განაცხადა წულუკიანმა.
26 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტში წლიური ანგარიშით გამოვიდა, მას საკანონმდებლო უწყებაში, მთავრობა სრული შემადგენლობით ახლდა.










