fbpx
06/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თეა წულუკიანი სისხლის სამართლის კოდექსში სახელმწიფოს ღალატის მუხლის დაბრუნებას გეგმავს

22:29 October 12, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
872
ნახვა

საქართველოს სახელმწიფოს ღალატი, როგორც მუხლი, ტყუილად არ იყო ჩადებული კოდექსში მაშინ, როდესაც ჩვენ აღვადგინეთ ჩვენი დამოუკიდებლობა, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერმა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა, 2007 წელს სისხლის სამართლის კოდექსში 307-ე მუხლის გაუქმების თაობაზე საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ამ მუხლის ამოღება მას შემდეგ, რაც გარკვეული ტიპის შეთანხმება მოხდა საზღვართან დაკავშირებით 2007 წლის მარტში, და აპრილში ეს მუხლი ამოიღეს, იწვევს გაკვირვებას. როგორც კი ახალი პარლამენტი შეიკრიბება, მე გამოვალ ინიციატივით, რომ ეს მუხლი დაბრუნდეს ჩვენს მატერიალურ კოდექსში და დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, არამედ ნებისმიერი საღად და ჯანსაღად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქე ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საკანონმდებლო ცვლილება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2007 წლის 27 აპრილს მიიღო. 307-ე მუხლი, რომელიც კონსტიტუციიდან ამოიღეს, გულისხმობდა სახელწიფო ღალატს. ახლა კი, ეს მუხლი არ არსებობს. დავით გარეჯის საკითხზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დაკავებულებს ბრალი 308-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას გულისხმობს.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

 

თეგები: 2020 წლის არჩევნებითეა წულუკიანი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

თეა წულუკიანი – კულტურის სამინისტროსთან ანტიჰუმანურობას აპროტესტებდა ჟორიკ რურუა​, ხოლო საბჭოთა სტილსა და ტონზე საუბრობდა იულონ გაგოშიძე

January 23, 2022
769
პოლიტიკა

კულტურის სამინისტროსთან აქცია იყო ერთი დიდი ანეკდოტი – წულუკიანი

January 23, 2022
761
პოლიტიკა

სახეზეა ერთი პატიმრის კაპრიზები და ახირებები, სააკაშვილს ჰგონია, რომ ისევ პრეზიდენტია – თეა წულუკიანი

December 30, 2021
767

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია