თეა წულუკიანმა ქართველ მორაგბეებს რუმინეთის ნაკრებთან მატჩში გამარჯვება მიულოცა. შესაბამისი განცხადება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.
„ბორჯღალოსნებმა“ რაგბის ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშებაში უკვე მეოთხე გამარჯვება ჩაიწერეს და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს 2023 წელს საფრანგეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად. ვულოცავთ მათ და მთელ საქართველოს!“ – წერს წულუკიანი.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ვულოცავთ ევროპის ჩემპიონატის გათამაშებაში რუმინეთის ნაკრების დამარცხებას და ანთიმოზ…
Posted by თეა წულუკიანი Thea Tsulukiani on Sunday, March 28, 2021










