პარლამენტში იმიტომ შევედი, აწი რომ აღარ გაყალბდეს არჩევნები, – ასე პასუხობს “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი თეა წულუკიანის რიტორიკულ კითხვას.
“თეა წულუკიანმა როგორც ჩანს დაიძინა 31 ოქრომბერს და გაიღვიძა სხდომაზე, და მანამდე რა ხდებოდა საერთოდ, უბრლაოდ წარმოდგენა არ აქვს. ჩემს გამოსვლაში ვთქვი, რომ არჩევნები გაყალბდა, მაშ რატომ ვზივარ აქ თუ არჩევნები გაყალბდა?! იმიტომ, რომ აწი რომ აღარ გაყალბდეს და ბოლო, უკანასკნელი გაყალბებული არჩევნები რომ იყოს საქართველოს ისტორიაში, აი ამის გამორიცხვის მექანიზმი დევს მემორანდუმში და იმ 18 პუნქტში”, – თქვა ალეკო ელისაშვილმა.
თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ? – თეა წულუკიანი ალეკო ელისაშვილს










