fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თელავის სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაური საბოტაჟს ეწევა – POSTV

13:05 December 30, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
778
ნახვა

თელავის სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაური საბოტაჟს ეწევა. ეს ის მოსამართლეა, ზურაბ ზვიადაური რომ გირაოთი გამოუშვა სწორედ იმ დღეს, როდესაც აქ დაძაბულობა იყო, ასევე 8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებული არასრულწლოვანი გირაოთი გამოუშვა, მაშინ, როცა აღმკვეთ ღონისძიებად პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა – ამის შესახებ POSTV -ის გადაცემაში „სამნი & Co” შალვა რამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არგუმენტი არ არის ის, რომ ბრალდებული არასრულწლოვანია.

თემა სენსიტიურია, დაზარალებული 8 წლის ბაშვია, სოფელია და ეს არეულობის პირდაპირი წყაროა, საბოტაჟი. რამიშვილმა აქვე აღნიშნა, რომ აპელაციამ ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

შალვა რამიშვილის თქმით, მამუკა წიკლაური, რომელიც ადეიშვილის პროკურატურის დროინდელი პროკურორის მამუკა გვარამიას უახლოესი ნათესავია, ნაცმოძრაობის დავალებებს ასრულებს და მათი საქმის უბადლო შემსრულებელია.

მაგალითისთვის მან მოიყვანა მამუკა წიკლაურის მიერ 2014 წლის მარტში ნაცმოძრაობის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება, ასევე 17 მარტს სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულის გირაოთი გაშვება.

„ჩვენ არ ვერევით სასამართლო საქმეების განხილვაში, მეც გამომივლია ჩემს თავზე და ვიცი, რომ სასამართლო ფაქიზი საკითხია და როგორც პოლიტიკოსებს, ისე ტელეწამყვანებსაც არ აქვთ სასამართლოში ჩარევის უფლება, მაგრამ ეს კაცი არის მესაბოტაჟე, არსებობს უამრავი ბერკეტი, მათ შორის დისიპლინარული კომისია. ერთხელ და ორჯერ ვთქვით, შეიძლება ჩვენ კამპანიაც დავიწყოთ, რადგან მოდიან ეს ადამიანები და ჩივიან ჩვენთან, ჩვენს ახლობლებთან და აშკარაა ეს ყველაფერი. დროზე მიხედეთ, თორემ ჩვენ მივხედავთ. არ მინდა მუქარად აღიქვათ“ – განაცხადა შალვა რამიშვილმა.

როგორც გადაცემაში ითქვა, მამუკა წიკლაური ის მოსამართლეა, რომელიც სპეციალურად შლის სხდომებს, არ ცხადდება და ყველაზე გადამწყვეტ მომენტში შვებულებაში გადის.

გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის გური სულთანიშვილის თქმით, მოსამართლე მამუკა წიკლაურის თითქმის ყველა გადაწყვეტილება და საქციელი არის დივერსული აქტი, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ხალხში ემოცია გამოიწვიოს და შექმნას განწყობა, რომ აი, რას აკეთებს სახელმწიფო, მთავრობა, რა უმსგავსობა ხდება და ხალხი მთავრობაზე გაბრაზდეს.

მისივე თქმით, სააკაშვილის პერიოდში გატარებული რეფორმები, რომლითაც ამაყობენ, სინამდვილეში კანონის სრული დარღვევით გატარდა.

აქვე შალვა რამიშვილმა გაიხსენა უზენაესი სასამართოს მოსამართლე კუბლაშვილი, რომლის დროსაც მოსამართლეები და ნაცმოძრაობის სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ. მისი თქმით, ვიდრე კუბლაშვილს ვადა არ ამოეწურა, სასამართლოში ძალიან რთულად იყო საქმე, აშკარად ნაცმოძრაობის მხარეს იყვნენ და “ქართული ოცნების“ სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ სააკაშვილივით არ მოიქცა და ყველა არ გაყარა.

თეგები: თელავის სასამართლო

დაკავშირებული სტატიები

სამართალი

კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობის მცდელობისა და ერთი პირის მკვლელობისთვის ბრალდებული ორი პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

May 18, 2021
785
სამართალი

პანკისში მკვლელობის ფაქტზე დაკავებულებს 11 და 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ

August 24, 2020
801

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია