თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა.
86 წლის მამაკაცი, საავადმყოფოში 1 ნოემბერს შეიყვანეს. ექიმების განმარტებით, მას მაღალი ტემპერატურა და სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა.
საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის ინფორმაციით, ხანდაზმულს covid -19-თან ერთად, სხვა თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებოდა.
„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო. ექიმებმა ბევრი ეცადეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, რადგან მდგომარეობას თანმხლები დაავადებები ართულებდა“,- განაცხდა საჩიშვილმა.
მას შემდეგ, რაც თელავის ცენტრალურმა საავადმყოფომ, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღება დაიწყო, ხანდაზმული მამაკაცი, კოვიდ-19-ით პირველი გარდაცვლილი მოქალაქეა.
მთლიანად, რეგიონში, კორონავირუსით, სულ შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, რომლებიც სხვადასხვა, მათ შორის, თბილისის კლინიკებში მკურნალობდნენ.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











