თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში 45 წლამდე ასაკის ქალი, გარდაცვლილი ნახეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ქეთევან მამალაშვილის ცხედარი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეზობელმა იპოვა.
ქალი მარტო ცხოვრობდა და რამდენიმე დღის განმავლობაში არ ჩანდა.
გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ- კრიმინალისტები.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











