fbpx
28/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თელავში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა გაორმაგდა, გურჯაანში კი ცხოველთა თავშესაფარი ისევ არ ამოქმედებულა

16:11 July 19, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
835
ნახვა

უკვე რამდენიმე თვეა, გურჯაანში ცხოველთა რეგიონული თავშესაფარი აშენდა, თუმცა მუნიციპალიტეტებში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა იზრდება.

თელავის ცენტრალურ ქუჩებსა და გარეუბნებში, მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ღამით ქუჩებში ფეხით გადაადგილება საფრთხის შემცველია.

„ჩვენს ქვემოთ დასასვენებელი პარკია. ბავშვების წაყვანის გვეშინია. დაღამდება თუ არა, ქუჩებს იკავებენ, ფაქტიურად. წლებია ეს საფრთხე ქალაქში არსებობს. ჯერ ცენტრში იყვნენ, ახლა ისე გამრავლდნენ, გარეუბნებშიც დიდ ჯგუფებად დადიან. როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს?“,- ამბობს ერთ- ერთი ადგილობრივი, მაია კობიაშვილი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის , არჩილ ხანდამაშვილის განმარტებით, თავშესაფრის ამოქმედების ზუსტი თარიღი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

„შეიქმნა მართვის ორგანო, იქმნება სათანადო სტრუქტურები, მოსაძიებელია სპეციალისტები, რომლებიც ძაღლებთან იმუშავებენ. ვერ გეტყვით როდის ამუშავდება, შესაძლოა სექტემბერში, შეიძლება გვიან“,- განაცხადა ხანდამაშვილმა.

თავშესაფარი გურჯაანში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა და მისმა ღირებულებამ 1,9 მილიონი ლარი შეადგინა.

ტერიტორიაზე ადმინისტრაციული და კარანტინის შენობები, ვეტერინარული კლინიკა, ლაბორატორია, ვოლიერები და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურაა განთავსებული.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

თეგები: თელავიმიუსაფარი ძაღლები

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

თელავის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი მოვალეობის შესრულებას შეუდგა

November 22, 2021
773
მთავარი ამბავი

ვერდიქტი გამოტანილია – ნაფიცმა მსაჯულებმა თელავში კლინიკის დირექტორის მკვლელობისთვის დაკავებული პოლიციელი გაამტყუნეს

September 23, 2021
837
რეგიონები

თელავში წყლის სისტემის ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო

September 16, 2021
767

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია