პნევმატური იარაღიდან მიყენებული დაზიანებით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლიდან 9 წლის მოზარდი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
მოზარდს დაზიანება თანატოლმა შემთხვევით, იარაღით თამაშის დროს მიაყენა.
მცირეწლოვანს ღვიძლი აქვს დაზიანებული, რის გამოც ექიმებმა მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს.
ექიმების ინფორმაციით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











