თელავში საახალწლო განათებისთვის გამოყოფილი 60 000 ლარი შეჭირვებულ ოჯახებს მოხმარდება. ამის შესახებ თელავის მერი, შოთა ნარეკლიშვილი აცხადებს.
მისივე თქმით, დაახლოებით 1700 ოჯახს პირველადი პროდუქტებით მოამარაგებენ.
“განათებების შესაძენად 60 000 ლარი იყო გამოყოფილი, გამოვაცხადეთ ტენდერი და 2-3 დღეში, თელავი მოხვდა იმ დიდი ქალაქების სიაში, სადაც პანდემიიდან გამომდინარე, რეგულაციები გამკაცრდა. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, ეს თანხა მიგვემართა შეჭირვებული და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, პირველადი სასურსათო პროდუქტების შესაძენად, ასეთი დაახლოებით 1700 ოჯახია”,- განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.
წყარო: region.kvira.ge











