თელავში, პირველი ღია ფიტნეს სივრცე გაიხსნა. ღია ფიტნეს კლუბის ერთ- ერთი წარმომადგენლის, თენგო ცისკარიშვილის ინფორმაციით, სივრცეში, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, კორონავირუსთან დაკავშირებული, ყველა მოთხოვნა დაცულია.
„ყველა მოთხოვნა დაცულია. არის ცალ- ცალკე გასახდელები და ინდივიდუალური საშხაპეები. მათი ყოველი გამოყენებისას, სპეციალური ხსნარით ტარდება დეზინფექცია. ამავე ხსნარით, ყოველ ორ საათში, იწმინდება სავარჯიშო ინვენტარი.
ასევე ტერიტორიაზე არის პარკირება. ასე, რომ ვარჯიშზე მომსვლელებს, უსაფრთხოებისათვის ყველა პირობა აქვთ“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.
ღია ფიტნეს- სივრცის გამოყენება, ნებისმიერ მსურველს, თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ შეეძლება.
ღია კლუბში, ქალებისა და მამაკაცების სავარჯიშო ადგილებიც გამიჯნულია და ერთად სავარჯიშოდ, 12 ადამიანზე მეტი არ დაიშვება.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











