მეფე ერეკლე მეორეს სახელობის თელავის პირველ საჯარო სკოლაში, კორონა ვირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდ- 19 სკოლის კიდევ ორ პედაგოგს დაუდასტურდა. სკოლა ამჟამად დაკეტილია და სწავლების ონლაინ რეჟიმზეა გადაყვანილი.
სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
ონლაინ სწავლებაზე გადასვლის მიზეზი, სკოლის სპეც პედაგოგის კორონა ვირუსით ინფიცირება გახდა, რომელსაც კოვიდ- 19, 18 ოქტომბერს დაუდგინდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებამ წერილობით გაავრცელა განცხადება, რომ ინფიცირებული პედაგოგის კონტაქტების გამოვლენა ვერ ხერხდება და მთლიანი პედაგოგიური კოლექტივი, ტესტირებას დაექვემდებარება.
რამდენ ხანს დარჩება სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











