კახეთში, კოვიდ – 19-ის დადასტურებული შემთხვევები, 62- მდე გაიზარდა. კორონავირუსი, თელავის ერთ- ერთ საავადმყოფოს ექიმს გამოუვლინდა. ეპიდემილოგები დაინფიცირებული პირის კონტაქტების მოძიებაზე მუშაობენ.
კორონავირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტშიც.
ინფიცირებული პირი, ლაგოდეხის სამი კლასტერიდან ერთ-ერთის კონტაქტია. ის ლაგოდეხის ცხელების ცენტრშია მოთავსებული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, დამაკამყოფილებელია.
ვირუსის კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა ყვარლის მუნიციპალიტეტში.
ეპიდემიოლოგები მის კონტაქტებს იკვლევენ.
ბოლო 24 საათში, კახეთში, ინფიცირების უკვე 6 შემთხვევა გამოვლინდა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











