9 წლის მოზარდი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თელავში.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ ერეკლე მეორეს გამზირზე მოხდა.
ქვეითად მოსიარულე მოზარდს ზებრა გადასასვლელზე, ბეემვეს მარკის მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
დაშავებული ბიჭი, სასწრაფო-დამედიცინო დახმარების ბრიგადამ, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას ამ წუთებში შესაბამისი დახმარება უტარდება.
„პრაიმტაიმნიუსის“ ინფორმაციით, მოზარდს ფეხები აქვს დაზიანებული. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











