fbpx
11/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ კოვიდვაქცინა ორ კვირაში გაიხარჯება

19:38 March 14, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
855
ნახვა

ეჭვი არ მეპარება, რომ 43 ათასი დოზა სულ რაღაც ორ კვირაში დაიხარჯება და არავითარი შეფერხება არ იქნება, – ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის დაწყებაზე საუბრისას განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ პროცესის პირველი დღის შემდეგ, როცა მოსახლეობა დაინახავს, რომ ყველაფერი „წარმატებით ჩატარადება, ყველა გათამამდება და ​თავშეკავებულთა რიცხვი ავტომატურად შემცირდება“.

„ხვალ იწყება ვაქცინაციის ნანატრი პროცესი. პირველი პარტია საქართველოს რეგიონებში უკვე განაწილებულია. სახელმწიფო გეგმაში გაწერილია ყველა სცენარი იმის მიხედვით, თუ რომელი ვაქცინა შემოვა. ამ ვაქცინისთვის თბილისში გამოყოფილია 10-ზე მეტი პუნქტი, ეს არის ძირითადად წამყვანი კლინიკები და ზოგიერთი მსხვილი პოლიკლინიკა. ასევე ვაქცინა უკვე მიტანილია 29 რეგიონულ ცენტრსა და რაიონში, ხვალიდან აცრა დაიწყება არა მარტო თბილისში, არამედ ქვეყნის 29 რეგიონულ ცენტრში. ამის შემდეგ განხორციელდება ვაქცინის დოზების შემდგომი გადანაწილება და ოთხშაბათს ვაქცინაცია დაიწყება პრაქტიკულად ყველა რაიონში, რათა მოსახლეობას არ მოუწიოს რეგიონულ ცენტრებში მისვლა. გადაწყვეტილია, რომ ვაქცინაცია განხორციელდება 89 რაიონში, პრაქტიკულად ყველგან“, – განმარტა ცერცვაძემ.

მან ვაქცინის მიმართ სკეპტიკურ დამოკიდებულებაზეც ისაუბრა.

„ხომ იცით, აკრძალული ხილი ყოველთვის უფრო სასურველია. თავიდან, როცა ვაქცინა არ იყო ხელმისაწვდომი, ყველას უნდოდა და ყველა საყვედურობდა მთავრობას, რომ აქამდე ვაქცინა არ იყო, როგორც კი ვაქცინა შემოვიდა, ეს ენთუზიაზმი შენელდა. ექიმების მხრივ არის მზადყოფნა, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ მოიცადონ, დაელოდონ შედეგებს, ნახონ, რამდენად სანდო იქნება და შემდეგ აიცრან.

ასეთი ექიმების პროცენტს ვერ გეტყვით, მაგრამ რაოდენობა დიდი არ არის, საბედნიეროდ, ეს არის ნახევარზე ნაკლები. ჩემი ემპირიული დაკვირვებით, ექიმების ნახევარზე მეტი მზად არის, ყოველგვარი აგიტაციის და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აიცრან, ინტენსიურად მიმდინარეობს რეგისტრაცია, ჩვენს ბაზაზე დარეგისტრირდა 150 ადამიანი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, 13 მარტს საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია შემოვიდა.

თეგები: თენგიზ ცერცვაძე

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძე: ინფიცირებიდან პირველი 8-10 დღის განმავლობაში თუ მოგვმართავენ, დაავადების დამძიმებას თავიდან აიცილებენ

December 1, 2021
831
საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძე: თუ ვაქცინაციის მაჩვენებელი არ გაიზარდა, პანდემიის დაძლევაზე ლაპარაკი ზედმეტია

December 1, 2021
926
მთავარი ამბავი

თენგიზ ცერცვაძე გამაფრთხილებელ მიმართვას ავრცელებს

October 22, 2021
793

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია