fbpx
20/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თერთმეტწლიანი პაუზის შემდეგ, თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდა

12:37 February 8, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
964
ნახვა

თითქმის თერთმეტწლიანი პაუზის შემდეგ, თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდა. 50 მგზავრზე გათვლილი EURO-5 სტანდარტის ავტობუსები საწყის ეტაპზე სატესტო რეჟიმში იმუშავებენ.

ახალი ავტოსადგომიდან ავტობუსების მარშრუტზე გასვლას, სახელმწიფო რწმუნებული კახეთში, ირაკლი შიოშვილი ესწრებოდა.

შიოშვილის განმარტებით, სატესტო პირობებში, თელაველებისათვის მგზავრობა უფასო იქნება.

„თავდაპირველად, ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან. ტრანსპორტი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის. ამ თვის ბოლოს თელავი კიდევ 5 ახალ ავტობუსს მიიღებს. წლის ბოლომდე კი სულ 25 ავტობუსი შემოვა და ისინი სოფლებზე გადანაწილდება“,- განაცხადა შიოშვილმა.

ავტობუსებისათვის თელავში ჯერჯერობით, ცალკე სამოძრაო ზოლი გამოყოფილი არ არის. ამ ეტაპზე, ისინი ქალაქ თელავში, ოთხი მარშუტით, სხვა ტრანსპორტისათვის განკუთვნილ ზოლში იმოძრავებენ.

ავტობუსების მომსახურებისათვის თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ 20 მძღოლი გადაამზადა.

ტრანსპორტის მართვის ღონისძიებებისთვის, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სატრანსპორტო აიპის შექმნაზე თანხმობა რიგგარეშე სხდომაზე გასცა. ავტობუსები თელავს 2020 წლის ოქტომბერში გადაეცა.

EURO-5-ის სტანდარტის 5 ახალი ავტობუსი თელავმა მუნიციპალური განვითარების ფონდისგან მიიღო.

პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მთელი საქართველოს მასშტაბით, მისი ღირებულება 17 მილიონი ევროა. მუნიციპალური ტრანსპორტი თელავში, ბოლოს 2008- 2011 წლებში მოძრაობდა.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

თეგები: თელავიტრანსპორტი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

სამგზავრო ბარათის შეძენის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით „საქართველოს ბანკი„ განცხადებას ავრცელებს

January 9, 2022
803
მთავარი ამბავი

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი სამგზავრო ბარათების გაყიდვა შეჩერდა

January 9, 2022
815
მთავარი ამბავი

თელავის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი მოვალეობის შესრულებას შეუდგა

November 22, 2021
773

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია