ვაშინგტონში, თეთრ სახლთან ანტირასისტული მოძრაობის „შავკანიანთან სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. დაკავებულია ერთი დემონსტრანტი. ინფორმაციას ამის შესახებ „ენბისი ნიუსი“ ავრცელებს.
ამავე ცნობით, არჩევნების დღეს ვაშინგტონში საპროტესტო აქციის რამდენიმე ასეული მონაწილე ანტირასისტული მოძრაობის სახელობის მოედანზე შეიკრიბა.
აშშ-ის დედაქალაქში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. თეთრი სახლის გარშემო ჯებირია აღმართული.











