თეთრი სახლის პრესმდივანს, კეილი მაკენანის კორონავირუსი დაუდასტურდა.
„პოზიტიური ტესტის შემდეგ, მე ვიწყებ კარანტინის პროცესს და დისტანციურად გავაგრძელებ ამერიკელი ხალხისთვის მუშაობას. არანაირი სიმპტომები არ მაქვს“,- წერს Twitter-ზე მაკენანი.
— Kayleigh McEnany (@PressSec) October 5, 2020
შეგახსენებთ, გასულ კვირას კორონავირუსი დაუდასტურდათ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პირველ ლედის, მელანია ტრამპს.
საავადმყოფოში 3-დღიან ყოფნის შემდეგ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა.











