2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების მსგავსი ნამდვილად არ ყოფილა ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ TV პირველის ეთერში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნები გაყალბებულია და ამ საკითხზე კამათს არანაირი აზრი არ აქვს.
„ერთადერთი განსხვავება ამ და წინა არჩევნებს შორის ის კი არ არის, რომ ასეთი უპრეცედენტო გაყალბება საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა, როგორც ამას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ. ეს ასე არაა, უარესი არჩევნებიც ყოფილა, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების მსგავსი ნამდვილად არ ყოფილა ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ აქ მთავარი განსხვავება ისაა, რომ ყოველ 1% და 0,5%-ს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა“,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ხიდაშელის თქმით, ახლა ის მომენტი დგება, როდესაც წინ, მომავლისკენ უნდა გავიხედოთ.
„ოპოზიციამ უნდა დააყენოს სახელმწიფო ინტერესები საკუთარ სიბრაზეზე, ეგოზე, განცხადებულ სიტყვაზე უფრო წინ და მიიღოს გადაწყვეტილება ქვეყნის მომავლის შენებაში მონაწილეობის შესახებ“, – განაცხადა ხიდაშელმა.











