fbpx
13/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თითოეული დღე, როდესაც საქართველოს პარლამენტი ცარიელია, რუსეთის გამარჯვებაა – ჯინ შაჰინი

00:10 March 24, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
833
ნახვა

„თითოეული დღე, როდესაც საქართველოს პარლამენტი ცარიელია, რუსეთის გამარჯვებაა“ – ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„2012 წლიდან საქართველოს დემოკრატია გამოცდის წინაშე იდგა, თუმცა ზოგადად მისი გაძლიერება და გაღრმავება ხდებოდა. საქართველომ ასევე აჩვენა ევროპულ საზოგადოებაში, მათ შორის ნატოში გაწევრიანების სურვილი. ეს ის გზაა, რომელიც ჩვენ ახალი დემოკრატიებისთვის გვსურს. ამ გზას სენატის ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. სამწუხაროდ, დღეს ის ვითარება, რომლის წინაშე საქართველო დგას, კრიტიკულია.

ვციტირებ: ეუთოს დასკვნის თანახმად, 2020 წლის არჩევნები კონკურენტუნარიანი და ეფექტურად გამართული იყო, პანდემიის გამოწვევის მიუხედავად. დასკვნა ასევე აღნიშნავს საარჩევნო რეფორმის საჭიროებას. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ, განახორციელოს ეს. დემოკრატიულ არჩევნებს ძლიერი მექანიზმები უნდა ჰქონდეს უთანხმოებების გადასაჭრელად. მექანიზმები, რომელსაც სამართლიანად მიიჩნევს დემოკრატიულ პროცესში მონაწილე ყველა მხარე. აშშ თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მეგობარია. ეს დღესაც ასეა.

თუმცა, ეს მნიშვნელოვანი ურთიერთობები დამოკიდებულია საქართველოს ერთგულებაზე გააძლიეროს დემოკრატიის ინსტიტუტები. საქართველოს დემოკრატიისადმი ერთგულება ყველა ქართველის ქმედებების მეშვეობით უნდა დავინახოთ, იქნებიან ისინი მთავრობაში თუ ოპოზიციაში. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ნაბიჯები გადადგას და უზრუნველყოს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და ყველა ოპოზიციურ პარტიასთან იმუშაოს, რათა კრიზისიდან გამოსავალი იპოვოს.

ჭეშმარიტად დემოკრატიული ქვეყანა ხალხის ნებას უნდა პასუხობდეს, თუმცა წარმატებული დემოკრატია ასევე უნდა ფუნქციონირებდეს და ხალხის საჭიროებებს აგვარებდეს. საქართველოში შექმნილი ჩიხიდან გამომდინარე, ერთადერთი მოგებული რუსეთია. რუსეთი ქაოსისგან სარგებელს იღებს.

ოპოზიციის წევრების ციხეში გატარებული თითოეული დღე რუსეთის გამარჯვებაა. თითოეული დღე, როდესაც საქართველოს პარლამენტი ცარიელია, რუსეთის გამარჯვებაა. ამიტომაც დღეს ორივე მხარეს მოვუწოდებ, გვერდზე გადადონ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები და საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებასა და შენარჩუნებაზე იმუშაონ“, – განაცხადა სენატორმა.

თეგები: აშშსაქართველოსენატორი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ნახეთ ყველაზე მეტად დაინფიცირებული რეგიონები – კორონავირუსის შემთხვევების გადანაწილება რეგიონების მიხედვით

December 9, 2021
848
მთავარი ამბავი

63 გარდაცვლილი და 3562 ინფიცირებული – 9 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა

December 9, 2021
795
მთავარი ამბავი

საქართველოში კოვიდინფიცირების 4 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

December 8, 2021
850

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია