აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დღეს მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არჩევნების გამართვის დღიდან დღემდე რიგი უწყებები ძალიან კვალიფიციურად, უმაღლესი პროფესიონალიზმით და ამავე დროს თმენის ვალდებულების უმაღლესი სტანდარტით ართმევენ თავს არჩევნების შეჯამებას, საბოლოო ფორმალიზებას, მიუხედავად არაერთი მიზანმიმართული მცდელობისა, რომ პროცესი იყოს დესტრუქციული.
„ამ პროცესში რიგი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები ცდილობენ ქაოსის და არეულობის განცდა შემოიტანონ, არაერთი ანალოგი კეთდება სხვადასხვა რევოლუციურ სცენართან. ეს, რა თქმა უნდა უნდა, არის ღიმილისმომგვრელი. შემიძლია ვთქვა, რომ როგორც სამართალდამცავებმა, ასევე ცესკოს და ადმინისტრაციის შესაბამისმა თანამშრომლებმა, როგორც გასულ დღეებში, ასევე დღესაც უმაღლესი პროფესიონალიზმით გაართვეს თავი ამ მიზანმიმართულ შეტევას, რომელიც ხშირ შემთხვევაში კანონით დადგენილ ჩარჩოებს სცდება. განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებს მიეცეთ საშუალება მშვიდად გააგრძელონ ეს პროცესი და არჩევნები ჩატარდა და დასრულდეს ღირსეულად ამ ქვეყანაში. მათ შორის ამ რეგიონში”- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა, როგორც სამართალდამცავებს, ასევე ცესკოს და უსკოს წარმომადგენლებს გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის.
როგორც თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რაც დღეს საღამოს მოხდა. “ეს იყო ორკესტრირებული, მიზანმიმართული შეტევა საარჩევნო კომისიების მუშაობაზე, სადაც პირდაპირ და ღიად ხდება დესტრუქცია, მათ შორის იმ საჩივრების განხილვის დროს, რომლებიც არჩევნებში მონაწილე სხვადასხვა სუბიექტების მხრიდანაა შეტანილი.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ გამოიჩინონ უმაღლესი პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, არავის არ მივცემთ საშუალებას ჩრდილი მიადგეს არჩვენების შედეგების შეჯამებას. უმკაცრესი რეაგირება იქნება ნებისმიერ კანონს მიღმა ქმედებაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ერთად ვუზრუნველყოთ ქვეყანაში სიმშვიდე და რა თქმა უნდა, ვერც ერთი რევოლუციური სცენარი ვერ განვითარდება.
აქვე დავამატებ, დღეს რიგმა პოლიტიკურმა ძალებმა მთელი პასუხისმგებლობა გადაიტანეს რამდენიმე ახალგაზრდაზე, თვითონ არსად გამოჩენილან. ესეც მათი მორალის და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია. არ შეიძლება მათი პოლიტიკური მიზნები ხორციელდებოდეს ამ მეთოდებით.
არც ერთი ხმა, არც ერთი დაფიქსირებული მოქალაქის ნება არ უნდა იყოს დაზიანებული. შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფოს მხრიდან, რომ თითოეული ხმა იქნას ჯეროვნად დათვლილი და მაქსიმალურად დაზუსტდეს, თუ არსებობს სადმე კითხვები.
ეს არჩევნები მართლაც გამორჩეული იყო თავისი გამჭვირვალობით და ღიაობის სტანდარტით.
ამ პოლიტიკური ძალების, პირველ რიგში „ნაცმოძრაობის“ მთავარი მიზანი არის არეულობის და რევოლუციური სცენარების პროვოცირება ჩვენს დღევანდელ რეალობაში,რაც არის წარუმატებელი მცდელობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ეს პოლიტიკური შედეგი, რომელიც არის მათთვის არასასურველი, შეძლონ, რომ ღირსეულად მიიღონ და აღიარონ დამარცხება, მათ შორის პატივი სცენ მათი ამომრჩევლების ხმებს და მათ წარმომადგენლობას . რაც შეეხება საჩივრების განხილვას, დღეს აბსოლუტურად კანონმდებლობის დაცვით და მე , რაც ვნახე აბსოლუტურად ღია იყო მათთვის ჩართულობა საჩივრების განხილვის ნაწილში, ამიტომ მთავარია, რომ რა კითხვებიც არსებობს და თუ კი არის სადმე რაიმე პასუხგაუცემელი კითხვა ყველას გაეცეს პასუხი, თუმცა, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს კონსტრუქციულ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ჩარჩოებში და ფორმატში ისევე, როგორც ეს ხდებოდა წინა წლებში და რა თქმა უნდა, პოლიტიკური კულტურის ნაწილიც არის, რომ ის საჩივრები, რომელიც დაწერეს, ამის განხილვაში კონსტრუქციულად მიიღონ მონაწილეობა და არა ისე, როგორც დღეს ცდილობდნენ და არ გამოუვიდათ. აქვე ავღნიშნავ, რომ და საბოლოო ჯამში, არც ერთი მანდატი მართლა არ ღირს იმად, რომ ამდენი ადამიანის სიცოცხლე დააყენონ რისკის ქვეშ. თუმცა, ეს რა თქმა უნდა, არის მათი პასუხისმგებლობის ნაწილი. ჩვენ როგორც სახელწმიფო , როგორც შესაბამისი უწყებებისრულად შევასრულებთ იმ ვალდებულებას, რაც კანონმდებლობით გვაკისრია და რაც გვაკისრია პირველ რიგში, ქართველი ხალხისგან,“- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











