აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, სისტემური და მასშტაბური შეზღუდვები, ერთმნიშვნელოვნად არ იგეგმება არც ბათუმში და არც ქვეყნის მასშტაბით.
„რაც შეეხება კონკრეტულად დღეს არსებულ ეპიდვითარებას, ვითარება არის რა თქმა უნდა საყურადღებო და საგისხმო, მაგრამ ამავე დროს აბსოლიტურად მართვადი. თქვენ ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებით, რომ არცერთი ახალდგამოვლენილი – დაინფიცირებული მოქალაქე არ რჩება ძირითადი სამედიცინო სერვისი გარეშე და ჯანდაცვის გუნდი სიტუაციის მართვას აგრძელებს და ქმნის სტაბილურობას, ამაში ყველამ უნდა შეგვიწყოს ხელი, რა თქმა უნდა პირველ რიგში მოქალაქეებმა, მათი პასუხისმგებლობით.
ამავე დროს ე.წ პოლიტიკოსებმა, რომ ეპიდრისკების თვალსაზირისთ დაიოკონ მათი პოლიტიკური ვნებები და შესაბამისად, მაქსიმალურად გაითვალისწინონ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











