აჭარის მთავრობის თავმჯდიმარე თორნიკე რიჟვაძეს განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით, ასევე აჭარაშიც, საუბნო და საოლქო კომისიებმა დაასრულა ყველა ძირითადი საჩივრის განხილვა და განხილვების შედეგად, რომლებშიც მონაწილეობდნენ როგორც ოპოზიციის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გამოიკვეთა, რომ მმართველი პარტიის ხმები მცირედით გაუმჯობესდა.
„ეს მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიციის, ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის ფეიქ დღის წესრიგი, რომელიც აგებული იყო ე.წ. გაყალბებულ ოქმებზე არანაირად არ დასტურდება. ეს არის პირდაპირი მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის. მაგალითისთვის, ხელთ მაქვს მე-19 უბნის ოქმი რომლის განხილვის შედეგად გამოიკვეთა, რომ მმართველმა პარტიამ იმაზე მეტი ხმა მიიღო, რაც პირველად ოქმებში იყო დადასტურებული.
მოგეხსენებათ, აჭარაში ამომრჩეველი ხმას აძლევდა ოთხი ბიულეტენით. პირველად ოქმებში ეს სრულად დაჯამებული ანუ კონსოლიდირებული მონაცემები იყო. გასაჩივრების შემდეგ გამოიკვეთა, რომ მმართველი პარტიის ხმები გაუმჯობესდა მცირედით. თუმცა, ის გადანაწილდა ისე, როგორც ამას ითვალისწინებდა ამომრჩევლის ნება.
მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, ის მიმდინარე პროცესი, რომელიც მათ შორის რეგიონში, ბათუმში ხდება , ეს ეხება კონკრეტულ დესტრუქციულ დღის წესრიგს , რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავითარებს. მათ შეიამხანაგეს რამდენიმე არაკვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტი აჭარაში. თქვენ იცით, რომ „ქართულმა ოცნებამ“, თავისივე ინიციატივით, აჭარაში უმაღლესი საბჭოს ცვლილებებით, შეამცირა მაჟორიტარების რაოდენობა, გაანახევრა და ამ მონაცემებით , ამ შედეგებით პროპორციულ სიაში მიიღო მანდატების უმრავლესობა. უკვე მოვიგეთ ერთი მაჟოტირარული ოლქი ქობულეთში, ვემზადებით ორი მანდატის დამატებისთვის მეორე ტურებში. ჯამში, ეს ნიშნავს რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი იქნება ორი პოლიტიკური სუბიექტი – მანდატების უმრავლესობით „ქართული ოცნება“ და უმცირესობით “ნაციონალური მოძრაობა“.
რაც შეეხება სხვა პოლიტიკური სუბიექტების განაცხადს, თითქოს ისინი არ აპირებენ პარლამენტში შესვლას, სადღაც თმობენ მანდატს და ჯამში, ის კონკრეტული ხაზი, რომელსაც ავითარებენ, რომ თითქოს მეტი ხმა მიიღეს, ეს არის კიდევ ერთხელ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, მანიპულაცია, რომ რამენაირად არჩევნების და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მოახდინონ. „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ხმათა უმრავლესობა, მანდატების უმრავლესობა და შესაბამისად, არც უმაღლეს საბჭოს ნაწილში და არც მთავრობის ფორმირების ნაწილში, ჩვენ სხვა ძალა არ გვჭირდება, თუმცა ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მაქსიმალური კონსტრუქციოლუბისკენ. აქვე დავამატებ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ისმის მოწოდებები დესტრუქციისკენ, ასევე გეგმავენ გაურკვეველ აქციებს , ამ შემთხვევაში როგორც ადრე, ასევე დღესაც და მომავალშიც გარანტირებული იქნება თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლება, თუმცა კანონმდებლობის ჩარჩოში.
კონკრეტულ ძალებს და ქუჩის აქციებში მონაწილე ადამიანებს მინდა მოვუწოდო და უმორჩილესად ვთხოვო, რომ დაიცვან ეპიდემიოლოგიური შეზღუდვები, ვინაიდან რეგიონში, ქალაქში გვაქვს განსაკუთრებით მძიმე ეპიდვითარება , ყოველდღიურ რეჟიმში ვართ ზღვარზე როგორც ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობების, ასევე ვართ ზღვარზე ლეტალობის და სიკვდილიანობის ნაწილში. ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველა მოქალაქის და ადამიანის გადასაწყვეტია, ვინ რომელ აქციაში, რომელ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ვთხოვ და მოვუწოდებ ყველას, რომ მაქსიმალურად დაიცვან ის რეკომენდაციები, რაც ეხება პირბადეს, რაც ეხება დისტანციის დაცვას. ჩვენ არავითარი პრობლემა არ გვაქვს არც ქუჩის აქციებთან და არც სხვა ნებისმიერ გამოხატვასთან მოქალაქეების უფლებების, თუმცა კიდევ ერთხელ პატივი ვცეთ სხვების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და არ დავაყენოთ რისკის ქვეშ ეს ყველაფერი. ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური პარტიები ამ ყველაფერსაც იყენებენ სათავისოდ. მათთვის სულერთია და ადამიანის სიცოცხლეს, როგორც ჩანს, დიდი ფასი არ აქვს.
ყველა საერთაშირისო შეფასებით, სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებით არჩევნები საქართველოში ამ რეგიონშიც, მათ შორის, ჩატარდა სამართლიან, კონკურენტუნარიან გარემოში, შედეგი დადგა ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო მოსახლეობის უმრავლესობის ნდობა”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











