სრული ლოქდაუნები არ განიხილება,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ ეპიდვითარების შეფასებისას განაცხადა.
„დღეს გვექნება შესაბამისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა და ვიმსჯელებთ კონკრეტულ ღონისძიებებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია მათ შორის მესამე ტალღის მართვის ნაწილში. თუმცა კიდევ ერთხელ შემიძლია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სრული ლოქდაუნები არ განიხილება. დინამიკის მიხედვით, შესაძლო,ა განვიხილოთ კონკრეტული წერტილოვანი შეზღუდვები“, – განაცხადა რიჟვაძემ.











