fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

“თქვენს მცდარ შეფასებებს დღესაც შეცდომაში შეჰყავს ზოგიერთი უცხოური ორგანიზაცია” – პაპუაშვილი არასამთავრობოებს მიმართავს

12:02 January 14, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
805
ნახვა

ქართული ოცნების“ წევრი შალვა პაპუაშვილი არასამთავრობოებს მიმართავს. სოციალურ ქსელში მის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას “პრაიმტაიმნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:

„ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ამ არჩევნებს „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ჩატარებულ არჩევნებს შორის „ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი“ უწოდეს“ – ეს არის ამონარიდი „ჰუმან რაითს ვოჩის” (HRW) მიერ გუშინ გამოქვეყნებული ანგარიშიდან, სადაც, თავად ის, 24 ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ 2020 წლის 4 ნოემბერს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებას ციტირებს. ეს ის ერთობლივი განცხადებაა, რომლის ყველა მთავარი შენიშვნა მცდარი აღმოჩნდა.

კერძოდ, ამ ერთობლივი განცხადებისთვის რომ დაგვეჯერებინა: ცესკომ შედეგები დაგვიანებით გამოაცხადა. რაც, წინა წლების სტატისტიკის შედარების შედეგად, მცდარი აღმოჩნდა. უბნების 8%-ზე დისბალანსი იყო. რაც, ISFED-ის მდუმარების ფონზე, დისბალანსის სტატისტიკის შესწავლის შედეგად მცდარი აღმოჩნდა.

უპრეცედენტო იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. რაც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ, 24 დეკემბერს, სპეციალურად ამ თემაზე გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით მცდარი აღმოჩნდა.

იმ ერთობლივ განცხადებაში იყო კიდევ 2 პრეტენზია: ძალადობა და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა. ამ საკითხზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) და „საერთაშორის გამჭვირვალობის” (TI) დასკვნებს და განცხადებებსაც რომ შევხედოთ, შეფასება ერთია, რომ ამ არჩევნებზე იყო ნაკლები ძალადობა (TI-ის მიხედვით ყველა ძალადობის ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

რამდენიმე პირი დააკავეს), ნაკლები ნეგატიური კამპანია და სიძულვილის ენა,
ნაკლები სავარაუდო მოსყიდვა (საია-ს დასკვნით ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა იყო უმეტესად ოპოზიციის მხრიდან).

გამოდის, რომ განცხადების 5 ძირითადი პრეტენზიიდან ხუთივე მცდარი აღმოჩნდა.
რა თქმა უნდა, ისმის კითხვა: თუკი ყველა მთავარი წანამძღვარი მცდარი აღმოჩნდა, როგორ შეიძლება, რომ მთავარი დასკვნა – „ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები“ – იყოს მართალი?

ISFED-ის საქმემ გვაჩვენა, რომ ძველი კითხვა: „თავად დარაჯებს ვინ უდარაჯებს?” არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართაც აქტუალურია. ჩემთვის, ამ კითხვაზე, ყველაზე კარგი პასუხი იქნებოდა: მათი პროფესიული ეთიკა.

სწორედ ამ იმედით, კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო ჩემი ორი კვირის წინანდელი მიმართავა (https://bit.ly/38GE33s) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation, სამართლიანი არჩევნები (ISFED) და დანარჩენი 20 არასამთავრობო ორგანიზაციისადმი:

იმის გათვალისწინებით, რომ 4 ნოემბერს თქვენ მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების მცდარ შეფასებებს, დღესაც შეცდომაში შეჰყავს ზოგიერთი უცხოური ორგანიზაცია, ხომ არ ფიქრობთ, რომ, უცხოელი პარტნიორი ორგანიზაციების და ქართული საზოგადოების მიმართ კეთილსინდისიერების ვალდებულება და
თქვენი პროფესიული ეთიკა მოითხოვს, რომ ჩაასწოროთ თქვენი 4 ნოემბრის შეფასებები და დასკვნა?“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

თეგები: არასამთავრობო ორგანიზაციებიშალვა პაპუაშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

არ არსებობს კვალიფიციური ექიმის დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანა არ შეიძლებოდა – შალვა პაპუაშვილი

December 31, 2021
783
პოლიტიკა

პოლარიზაციის პრობლემა მათ შორის იმაშია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხის ნებას არ აღიარებს – შალვა პაპუაშვილი

December 31, 2021
774
პოლიტიკა

ვერავინ ეტყვის საქართველოს, როგორი უნდა იყოს მისი საგარეო კურსი – შალვა პაპუაშვილი

December 31, 2021
775

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია