ბახტაძე ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო და ვფიქრობ, ისე გაუშვეს, ალბათ, თვითონ გაიგო ყველაზე ბოლომ – ასე ეხმაურება დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში მამუკა ბახტაძის შესაძლო მოხვედრას.
ჭიჭინაძის თქმით, თუ აპირებენ ბახტაძის გადეპუტატებას, ისე რომ მან ეს ვერ გაიგოს, ამას დაიჯერებს.
“ბახტაძე ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო და ვფიქრობ, ისე გაუშვეს, ალბათ, თვითონ გაიგო ყველაზე ბოლომ, რომ პრემიერ-მინისტრი აღარ იყო. ის დანიშვნის დღიდან პრემიერ-მინისტრი რომ არ იყო, ეს ფაქტი იყო. ახლა თუ აპირებენ, დეპუტატი გახადონ ისე, რომ თვითონ არ გაიგოს, ეს შეიძლება დავიჯეროთ. ისე, “ქართული ოცნებიდან” ყველაფერი არის დასაჯერებელი,იმიტომ, რომ რაც უფრო მორჩილი კადრებით იქნება დაკომპლექტებული, მით უფრო ბედნიერი იქნება ივანიშვილი, დამიჯერეთ”,- განაცხადა ჭიჭინაძემ











