„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ ბათუმის მერის თანამდებობიდან გაშვების მცდელობაში თორნიკე რიჟვაძე დაადანაშაულა. გიორგი კირთაძის განცხადებით, ამ ქმედებით ბათუმელებს წაართვეს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, ჰყავდეთ არჩეული ქალაქის მერი.
„საარჩევნო კოდექსში წერია, თუ მერი უფლებამოსილებას 15 ივლისამდე შეწყვიტავს, მაშინ არჩევნები 31 ოქტომბერს ტარდება, ხოლო თუ 15 ივლისის შემდეგ შეწყვიტავს უფლებამოსილებას, არჩევნები ტარდება მომავალი წლის გაზაფხულზე.
შესაბამისად, ბატონ თორნიკე რიჟვაძემ გადაწყვიტა, რომ თავისი ვინმე დანიშნოს ბათუმის მერად, რომელიც წელიწადნახევრის განმავლობაში – ხალხის ნდობის გარეშე მისი მორჩილი შემსრულებელი იქნება.
მინდა მივმართო, ლაშა კომახიძეს, რომელსაც ცოტა პასუხისმგებლობა გააჩნია, თორნიკე რიჟვაძესთან შედარებით: – თუ აპირებს გადადგომას 15 ივლისამდე გადადგეს და ჩვენი თანაქალაქელების ახლად არჩეულმა მერმა მართოს ბათუმი.
კარგად უნდა გავიხსენოთ, თორნიკე რიჟვაძის განცხადებები, როცა ამბობდა, რომ ბათუმის მერი მშენებლობას და ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის, მათი დაპირისპირება ჩვენ არ გვაინტერესებს როცა ქალაქის ინტერესები ეწირება“, – განცხადა კირთაძემ.
შეგახსენებთ, რომ ლაშა კომახიძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია 11 ივლისს გავრცელდა, თუმცა დღეს, მერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლაშა კომახიძემ ერთი კვირით შვებულება აიღო.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











