„ჩვენი სამიზნე არის, რომ ავცრათ მოზრდილი მოსახლეობა და მოზრდილი მოსახლეობა ქვეყნის მასშტაბით 2,8 მილიონია, მისი 60%, დაახლოებით 1 მილიონ 700 ათასი ადამიანი. თუ ჩვენ მოსახლეობის 60%-ს ავცრით დარწმუნებული იყავით, რომ სერიოზული იმუნური ფენა შეიქმნება ქვეყანაში და კორონავირუსი დამარცხდება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ზოგიერთ ადამიანს კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს და მათ გარკვეული იმუნიტეტი აქვთ, მაგრამ ეს აცრის წინააღმდეგ ჩვენება არ არის. ჩვენი ბოლო რეგულაციებით დადგენილია, რომ პირველი 3 თვის განმავლობაში ვისაც ვირუსი გადატანილი აქვს არ აიცრება. ჩვენი სამიზნე არის, რომ ავცრათ მოზრდილი მოსახლეობა და მოზრდილი მოსახლეობა ქვეყნის მასშტაბით 2,8 მილიონია, მისი 60%, დაახლოებით 1 მილიონ 700 ათასი ადამიანი. თუ ჩვენ მოსახლეობის 60%-ს ავცრით დარწმუნებული იყავით, რომ სერიოზული იმუნური ფენა შეიქმნება ქვეყანაში და კორონავირუსი დამარცხდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.











